Friday 22 April 2011

მერის მოადგილემ, შორენა გარდაფხაძემ მე–17 საჯარო სკოლაში გამართულ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

მერის მოადგილემ, შორენა გარდაფხაძემ მე–17 საჯარო სკოლაში გამართულ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერის მოადგილე შორენა გარდაფხაძე დღეს ქალაქის მე–17 საჯარო სკოლას ეწვია. მან გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც სკოლის ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის 40-მდე ხის ნერგი დაირგო. აღსანიშნავია, რომ ნერგები, მე–17 საჯარო სკოლას ჩაღლარის დაწესებლებების რუსთავის, რუსთაველის სახელობის სკოლა–ლიცეუმის დირექციამ, საჩუქრად გადასცა. შორენა გარდაფხაძემ აქციას მნიშვნელოვანი უწოდა და სკოლა – ლიცეუმის ხელმძღვანელობას აქციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, დღეს გამწვანების აქცია რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკსა და ქალაქის რამდენიმე უბანშიც მოეწყო.

პროგრამის პრეზენტაცია №9 საჯარო სკოლაში


სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წარმომადგენელი 7 აპრილს შეხვდა რუსთავის №9 საჯარო სკოლის დირექციას. სკოლა უკვე იცნობდა პროგრამა „ჰარმონიას“და  ქონდა თანამშრომლების გამოცდილება. ახლა მიიღეს ინფორმაცია „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ შესახებ.
სკოლას გადაეცა პროგრამის ფარგლებში დაბეჭდლილი პოსტერი, კალენდრები და საკანცელარიო მასალა. 

პროგრამის პრეზენტაცია რუსთავის №26 საჯარო სკოლაში

7 აპრილს ქ.რუსთავის მე–17 საჯარო სკოლაში გაიმართა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლისა დირექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სკოლის აქტიური უფროსკლასელი მოსწავლებეი. მოსწავლეებმა პროგრამით დიდი დაინტერესება გამოხატეს. მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია  საკლუბო სამოქალაქო აქტივობებისა და საგრანტო პროექტებზე მუშაობის შესახებ .

პროგრამის პრეზენტაცია რუსთავის №17 საჯარო სკოლაში


 7 აპრილს სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წევრები შეხვდნენ რუსთავის № 17საჯარო სკოლის წარმომადგენლებს: დირექციას, სამოქალაქო განათლების პედაგოგსა და მოსწავლეებს.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, გაეცნენ მის პრიორიტეტებსა და პირობებს.
სკოლას გადაეცა პროგრამის ფარგლებში დაბეჭდლილი პოსტერი, კალენდრები და საკანცელარიო მასალა. 

შეხვედრა რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მეურვეებთან


6 აპრილს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სიქა-ს ოფისში, სადაც რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბის მეურვეებმა ანგარიშები  წარმოადგინეს ჩატარებული  ღონისძიებების შესახებ.   სკოლების სამოქალაქო კლუბების მიერ შექმნილი ბლოგების დათვალიერებაც მოეწყო დიდ ეკრანზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ახლადშექმნილი სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებიც, რომლებმაც ინფორმაცია მიიღეს, თუ რა სახის აქტივობები შეუძლიათ განახორციელონ თავიანთ კლუბებში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საგრანტო განაცხადების ახალი თემები. მეურვეებმა აღნიშნეს, რომ  რუსთავის 2 სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ გრანტის მოპოვებამ მათ სტიმული მისცა და გადაწყვიტეს მიმდინარე თვეში აუცილებლად შეიტანონ განაცხადი მცირე გრანტების კონკურსზე.

პროგრამის პრეზენტაცია №24 საჯარო სკოლაში


5 აპრილს რუსთავის 24–ე საჯარო სკოლაში მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის აქტიური უფროსკლასელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორი და სამოქალაქო კლუბის მეურვე. სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლეების მხრიდან გამოიკვეთა განსაკუთრების დიდი ინტერესი საკლუბო სამოქალაქო აქტივობებისა და საგრანტო პროექტებისადმი. 

პრეზენტაცია №13 საჯარო სკოლაში

5 აპრილს რუსთავის მე–13 საჯარო სკოლაში მოეწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, სასწავლო ადმინისტრაციისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. დაიგეგმა პროგრამაში აქტიური ჩართვის შემდეგი კონკრეტული ნაბიჯები.

№11 და №12 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების პირველი სამუშაო შეხვედრა

30 მარტს  „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში შედგა  № 11 და № 12 საჯარო სკოლების  სამოქალაქო კლუბების პირველი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ  სამოქალაქო განათლების 2 პედაგოგი და 12 მოსწავლე. ბავშვებმა გონებრივი იერიშის მეთოდის ჩამოყარეს  იდეები თუ რა სჭირდება კლუბს რომ შედგეს. მოსწავლეები ასევე გაეცნენ პროგრამის უპირატესობებს და დაგეგმეს შემდეგი სამუშაო შეხვედრა.

პროგრამის პრეზენტაცია №7 საჯარო სკოლაში


30 მარტს რუსთავის მე–7 საჯარო სკოლაში მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის " პრეზენტაცია. პრეზენტაციას უძღვებოდნენ სიქა–ს წარმომადგენლები – პროგრამის კოორდინატორები ქვემო ქართლის რეგიონში. ინფორმაცია სამოქალაქო განათლების პროგრამის შესახებ დიდი ინტერესით მოისმინეს სკოლის დირექტორმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა და პროგრამით დაინტერესებულმა აქტიურმა უფროსკლასელმა მოსწავლეებმა. 
პროგრამის ყველა მიმართულება დამსწრე აუდიტორიისათვის საინტერესო აღმოჩნდა. განსაკუთრებული ინტერესი კი სტაჟირებისა და მცირე გრანტების პროგრამამ გამოიწვია. სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან ერთად უახლოეს დღეებში სამოქალაქო კლუბის დაფუძნება და აქტიური მუშაობის დაწყება განიზრახეს.

პროგრამის პრეზენტაცია №12 საჯარო სკოლაში

29 მარტს რუსთავის მე–12 საჯარო სკოლაში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია მოეწყო. მე–12 საჯარო სკოლა ორ სექტორიანია (ქართული და აზერბაიჯანული სექტორი). პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და აქტიური უფროსკლასელი მოსწავლეები. ორივე სექტორის მოსწავლეებმა პროგრამით დიდი დაინტერესება გამოხატეს. შეხვედრისას დაისვა კითხვები სტაჟირების პროგრამის, სხვადასხვა აქტივობებისა და საგრანტო კონკურსების შესახებ. აღნიშნულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დასახეს კონკრეტული ღონისძიებები პროგრამაში აქტიური ჩართვისათვის.

პროგრამის პრეზენტაცია რუსთავის მე-11 საჯარო სკოლაში

23 მარტს რუსთავის მე-11 საჯარო სკოლაში მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია პროგრამის კოორდინატორების მიერ ქვემო ქართლის რეგიონში.
პრეზენტაციას დაესწრნენ სკოლის უფროსკლასელი აქტიური მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია.
აუდიტორიას მიეწოდა ვრცელი, დეტალური ინფორმაცია პროგრამის მიმართულებებისა და მოსწავლეთა ჩართულობის შესახებ.
მოსწავლეთა ინტერესის ფონზე გადაწყდა უახლოეს მომავალში მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის დაარსება და პროგრამის მიმართულებებში აქტიური ჩართვა

Thursday 3 March 2011

2 მარტის მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა სიქა-ს ოფისში


2 მარტს სიქა-ს ოფისში ჩატარდა უკვე ტრადიციულად ქცეული საკონსულტაციო შეხვედრა სამოქალაქო კლუბის წევრებთან, რომელსაც 21 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის 5 პედაგოგი. დასაწყისში ინფორმაცია მიეწოდათ სიქა-ს აქციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დედის დღეს  - 3 მარტს მანდილოსნებისთვის ვორკშოპის ჩატარებას ელ.ფოსტის გამოყენებაზე, რომელზე დასწრებაც თავისუფალია. ასევე გაკეთდა განცხადება  სოც.ქსელების ტრენინგების შესახებ, რომელიც ჩატარდება სიქა-ს ოფისში 11-12 მარტს და გაუძღვება PH International-ის საქართველოსწარმომადგენლობაში ინფორმაციისა და სოციალური ქსელების მენეჯერი ნინო ბიგვავა. სამოქალაქო კლუბებს დაევალათ ტრენინგზე დამსწრე მოსწავლეების სიის მოწოდება 1 კვირის ვადაში. ასევე 1 კვირა გაგრძელდა სტაჟირების პროგრამისთვის აპლიკაციების მიღების ვადაც, რომლის დასრულების შემდეგ სიქა უკვე დაუკავშირდება შესაბამის ორგანიზაციებს. მოხდა http://civics.ge/ საიტის პრეზენტაცია, რომელზეც განთავსდება ინფორმაციები საქართველოს მასშტაბით ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობის შესახებ. 
შეხვედრის მთავარი თემა იყო სამოქალაქო კლუბების მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიღება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ანგარიშის მოსმენა. ყველა სკოლას დაურიგდა კლუბის ანგარიშისა და კლუბის სამუშაო გეგმის ფორმები, ელ.ვარიანტებიც დაეგზავნათ ელ.ფოსტით და დაევალათ, რომ უკვე ორშაბათისთვის შევსებული სახით წარმოადგინონ. დისკუსია შედგა, თუ რა სახის სამოქალაქო ღონისძიებების ჩატარება შეუძლიათ კლუბებს და რა სახის დახმარება შეუძლია გაუწიოს სიქა-მ, რომ ამისათვის განაცხადი დაგეგმილ ღონისძიებებზე მინიმუმ 2 კვირით (ადრე მიწოდებული ფორმის მიხედვით) უნდა გაკეთდეს. ასევე ყურადღება გამახვილდა მეურვის პასუხისმგებლობაზე, რომ სასურველია მეურვე ანუ სამოქალაქო განათლების პედაგოგი საქმის კურსში იყოს, თუ რახდება კლუბის შიგნით და დაეხმაროს მათ მუშაობაში.

Monday 28 February 2011

23 თებერვლის შეხვედრა


სიქა-ში გრძელდება ყოველკვირიული შეხვედრები სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებთან. 23 თებერვალს სიქა-ს ოფისში შედგა მორიგი შეხვედრა პროგრამის კოორდინატორებსა და №4 და №22 სკოლის მოსწავლეებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ №22 სკოლაში სულ ერთი კვირაა, რაც შეიქმნა სამოქალაქო კლუბი, მოსწავლეებმა უკვე მოამზადეს საკუთარი წესდება, ორგანიზაციული საკითხებიც მოაგვარეს და მზადყოფნაც გამოთქვეს საგრანტო პროგრამაში ჩართულობის შესახებ.
შეხვედრაზე მოხდა მცირე გრანტების საიტის დათვალიერება.მოსწავლეებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე განიხილეს სამოქალაქო კლუბებში მიმდინარე მუშაობა და ახლო მომავლის გეგმებზეც ისაუბრეს. დაურიგდათ ფორმა „ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ“, რომელიც დაეხმარებათ მათ გაწერონ ყოველი განსახორციელებელი ღონისძიების პროექტი (გეგმა). შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა ისტ ტრენინგების საჭიროება ელ-ფოსტასთან მუშაობასთან დაკავშირებით . შეთანხმდნენ, რომ სიქა აუცილებლად დაგეგმავს ტრენინგებს ისტ ტექნოლოგების გამოყენების უნარების გასაუმჯობესებლად ამ სკოლების მოსწავლეებისათვის მომდევნო კვირაში, რის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია აუცილებლად მიეწოდებათ მოსწავლეებს.
შეხვედრას ესწრებოდა ასევე იურისტი იოსებ პირველი, რომელმაც გამოთქვა სამოქალაქო კლუბებთან თანამშრომლობის სურვილი.

Saturday 26 February 2011

№22 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის სამუშაო შეხვედრა

15 თებერვალს ქ. რუსთავის №22 საჯარო სკოლაში შედგა პროგრამის ფარგლებშჲ დაფუძნებული სამოქალაქო კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის 29 მოსწავლე და მეურვე პედაგოგი. მოსწავლეები გაეცნენ კლუბის მუშაობისთვის საჭირო ძირითად კონცეფციას. გონებრივი იერიშის შედეგად ჩამოყალიბდნენ თუ რა სჭირდება კლუბურ მუშაობას საწყის ეტაპზე. დაგეგმეს შემდეგი სამუშაო შეხვედრა და განრიგი.

№ 21 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი

2011 წლის 14 თებერვალს „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში შედგა №21 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. შეხვედრას ესწრებოდა 16 მონაწილე. კლუბის წევრებმა შეიმუშავეს კლუბის მუშაობისთვის საჭირო ძირითადი კონცეფცია. მოსწავლეებმა ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს კლუბის მმართველი რგოლი, რომელესაც გარკვეული ფუნქცია- მოვალეობები დააკისრეს. . კლუბის წევრები შეთანხმდნენ შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე.

Saturday 29 January 2011

№4 საჯარო სკოლის „სამოქალაქო კლუბის“ სამუშაო შეხვედრა

22 დეკემბერს „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა კლუბის ბავშვებთან. მოსწავლეებმა დიდი სურვილი გამოთქვეს კლუბის აქტიური მუშაობის შესახებ. მათ უკვე აქვთ ჯგუფში მუშაობის სხვადასხვაგამოცდილება და გარკვეული უნარები, რომლის გამოყენებასაც აპირებენ.

დაიგეგმა შემდეგი სამუშაო შეხვედრაც, სადაც კლუბი იმუშავებს შემდეგ საკითხებზე:

· კლუბის სახელი

· სლოგანი

· მმართველობითი სისტემა

· შეხვედრების რეჟიმი

· წესდება

· შინაგანაწესი

№ 25 საჯარო სკოლის “სამოქალაქო კლუბის“ სამუშაო შეხვედრა

2010 წლის 21 დეკემბერს „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში შედგა კლუბის ბავშვებთან პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც გაგრძელდა 1:30 სთ. შეხვედრას ესწრებოდა 8 მოსწავლე.

კლუბის ბავშვები შეთანხმდნენ კლუბის მუშაობის ძირითად სამუშაო ღერძზე, რომელიც გაუადვილებთ და სტრუქტურირებულ სახეს მისცემს მათ მუშობას.

დაგეგმეს კლუბის შემდეგი სამუშაო შეხვედრა, სადაც დღის წესრიგში იქნება მუშაობა კლუბის სახელზე, სლოგანზე, დროშაზე, შინაგანაწესზე, წესდებაზე, მმართველობით სისტემაზე.

პირველმა შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.

#1 საჯარო სკოლის "სამოქალაქო კლუბი"

15 დეკემბერს „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში მოეწყო შეხვედრა#1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბავშვებთან და პედაგოგთან. სამუშაო შეხვედრა გაგრძელდა 1:30 წუთი. შეხვედრას ესწრებოდა 12 მოსწავლე.
კლუბის მუშაობის ორგანიზებულად დასაწყებად, თავად ბავშვებიდან კლუბის კოორდინატორის დახმარებით წამოვიდა იდეები, თუ რა სჭირდება კლუბს საწყის ეტაპზე.
მოსწავლეების მიერ ჩამოყალიბდა: კლუბის სახელი, ლოგო, სლოგანი, სამკერდე ნიშანი, წესდება, მმართველობის სტილი ( სტრუქტურა)
მონაწილეებს აქვთ განხორციელებული რამოდენიმე სამოქალაქო აქტივობა.

სამუშაო შეხვედრა №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბთან

13 დეკემბერს „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში მოეწყო რიგით მეორე შეხვედრა 5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთანდა პედაგოგთან. სამუშაო შეხვედრას დაესწრო 9 მოსწავლე.

გონებრივი იერიშის მეთოდით ჯგუფმა შეიმუშავა სამოქალაქო კლუბის მუშაობისათვის აუცილებელისტრუქტურა. შეხვედრის მონაწილეებმა დაიწყეს მუშაობა კლუბის სახელზე, სლოგანზე, ლოგოზე, შინაგანაწესზე, წესდებაზე, ასევე კლუბის წევრების ფუნქცა-მოვალეობების გადანაწილებაზე.

სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორი საათი გაგრძელდა, იყო ნაყოფიერი, რადგანაც გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები კლუბის დაარსებისა და ეფექტურად მუშაობისათვის.

კლუბის წევრები შეთანხმდნენ შემდეგ შეხვედრაზე.

სამოქალაქო კლუბი "მე - აქტიური მოქალაქე"

ქ.რუსთავში უკვე შეიქმნა პირველი სამოქალაქო კლუბი. №15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ ლია ღუღუნიშვილის ხელმძღვანელობით შექმნეს კლუბი "მე - აქტიური მოქალაქე", რომლის სლოგანია "აქტიური მოქალაქე - დემოკრატიული საქართველოს გარანტი". გამოაცხადეს კონკურსი კლუბის ლოგოზე. უკვე შეიმუშავეს კლუბის შენაგანაწესი და მუშაობენ წესდებაზე. კლუბი დაიყო 4 ქვეკომიტეტად, რომელთაგან ერთ-ერთს ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორიც. ეს კომიტეტებია :
  • საკანონმდებლო კომიტეტი ( შედგება 2 მონაწილისგან);
  • აღმასრულებელი კომიტეტი (შედგება 2 მონაწილისგან);
  • საინფორმაციო (მასმედიის) კომიტეტი (შედგება 3 მონაწილისგან);
  • კრეატივი კომიტეტი ( დანარჩენი მონაწილეები).
კლუბი მუშაობს აქტიურად და აქვს ყოველდღიური სამუშაო შეხვედრები.

პირველი სამოქალაქო კლუბი რუსთავში

2010 წლის 2 დეკემბერს რუსთავის # 15 საჯარო სკოლაში შედგა პირველი შეხვედრა სკოლის სამოქალაქო კლუბის საინიციატივო ჯგუფსა და სიქა–ში სამოქალაქო კლუბების დაარსების კოორდინატორს შორის . შეხვედრას დაესწრო 20-მდე ახალგაზრდა ( მოსწავლე) რომელთაც დიდი სურვილი აქვთ აქტიურად დაიწყონ მუშაობა სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად. კლუბის მოსწავლეების მხარდამხარ იმუშავებს სკოლის სამოქალაო განათლების პედაგოგი ლია ღუღუნიშვილი.
პირველივე შეხვედრაზე კლუბმა შექმნა შინაგანაწესი, შემუშავდა კლუბის მუშაობის განრიგი. დაიგეგმა კლუბის გამგეობის არჩევნები და კლუბის მომავალი აქტივობები.