Saturday 29 January 2011

№4 საჯარო სკოლის „სამოქალაქო კლუბის“ სამუშაო შეხვედრა

22 დეკემბერს „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა კლუბის ბავშვებთან. მოსწავლეებმა დიდი სურვილი გამოთქვეს კლუბის აქტიური მუშაობის შესახებ. მათ უკვე აქვთ ჯგუფში მუშაობის სხვადასხვაგამოცდილება და გარკვეული უნარები, რომლის გამოყენებასაც აპირებენ.

დაიგეგმა შემდეგი სამუშაო შეხვედრაც, სადაც კლუბი იმუშავებს შემდეგ საკითხებზე:

· კლუბის სახელი

· სლოგანი

· მმართველობითი სისტემა

· შეხვედრების რეჟიმი

· წესდება

· შინაგანაწესი

№ 25 საჯარო სკოლის “სამოქალაქო კლუბის“ სამუშაო შეხვედრა

2010 წლის 21 დეკემბერს „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში შედგა კლუბის ბავშვებთან პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც გაგრძელდა 1:30 სთ. შეხვედრას ესწრებოდა 8 მოსწავლე.

კლუბის ბავშვები შეთანხმდნენ კლუბის მუშაობის ძირითად სამუშაო ღერძზე, რომელიც გაუადვილებთ და სტრუქტურირებულ სახეს მისცემს მათ მუშობას.

დაგეგმეს კლუბის შემდეგი სამუშაო შეხვედრა, სადაც დღის წესრიგში იქნება მუშაობა კლუბის სახელზე, სლოგანზე, დროშაზე, შინაგანაწესზე, წესდებაზე, მმართველობით სისტემაზე.

პირველმა შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.

#1 საჯარო სკოლის "სამოქალაქო კლუბი"

15 დეკემბერს „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში მოეწყო შეხვედრა#1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბავშვებთან და პედაგოგთან. სამუშაო შეხვედრა გაგრძელდა 1:30 წუთი. შეხვედრას ესწრებოდა 12 მოსწავლე.
კლუბის მუშაობის ორგანიზებულად დასაწყებად, თავად ბავშვებიდან კლუბის კოორდინატორის დახმარებით წამოვიდა იდეები, თუ რა სჭირდება კლუბს საწყის ეტაპზე.
მოსწავლეების მიერ ჩამოყალიბდა: კლუბის სახელი, ლოგო, სლოგანი, სამკერდე ნიშანი, წესდება, მმართველობის სტილი ( სტრუქტურა)
მონაწილეებს აქვთ განხორციელებული რამოდენიმე სამოქალაქო აქტივობა.

სამუშაო შეხვედრა №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბთან

13 დეკემბერს „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში მოეწყო რიგით მეორე შეხვედრა 5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთანდა პედაგოგთან. სამუშაო შეხვედრას დაესწრო 9 მოსწავლე.

გონებრივი იერიშის მეთოდით ჯგუფმა შეიმუშავა სამოქალაქო კლუბის მუშაობისათვის აუცილებელისტრუქტურა. შეხვედრის მონაწილეებმა დაიწყეს მუშაობა კლუბის სახელზე, სლოგანზე, ლოგოზე, შინაგანაწესზე, წესდებაზე, ასევე კლუბის წევრების ფუნქცა-მოვალეობების გადანაწილებაზე.

სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორი საათი გაგრძელდა, იყო ნაყოფიერი, რადგანაც გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები კლუბის დაარსებისა და ეფექტურად მუშაობისათვის.

კლუბის წევრები შეთანხმდნენ შემდეგ შეხვედრაზე.

სამოქალაქო კლუბი "მე - აქტიური მოქალაქე"

ქ.რუსთავში უკვე შეიქმნა პირველი სამოქალაქო კლუბი. №15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ ლია ღუღუნიშვილის ხელმძღვანელობით შექმნეს კლუბი "მე - აქტიური მოქალაქე", რომლის სლოგანია "აქტიური მოქალაქე - დემოკრატიული საქართველოს გარანტი". გამოაცხადეს კონკურსი კლუბის ლოგოზე. უკვე შეიმუშავეს კლუბის შენაგანაწესი და მუშაობენ წესდებაზე. კლუბი დაიყო 4 ქვეკომიტეტად, რომელთაგან ერთ-ერთს ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორიც. ეს კომიტეტებია :
  • საკანონმდებლო კომიტეტი ( შედგება 2 მონაწილისგან);
  • აღმასრულებელი კომიტეტი (შედგება 2 მონაწილისგან);
  • საინფორმაციო (მასმედიის) კომიტეტი (შედგება 3 მონაწილისგან);
  • კრეატივი კომიტეტი ( დანარჩენი მონაწილეები).
კლუბი მუშაობს აქტიურად და აქვს ყოველდღიური სამუშაო შეხვედრები.

პირველი სამოქალაქო კლუბი რუსთავში

2010 წლის 2 დეკემბერს რუსთავის # 15 საჯარო სკოლაში შედგა პირველი შეხვედრა სკოლის სამოქალაქო კლუბის საინიციატივო ჯგუფსა და სიქა–ში სამოქალაქო კლუბების დაარსების კოორდინატორს შორის . შეხვედრას დაესწრო 20-მდე ახალგაზრდა ( მოსწავლე) რომელთაც დიდი სურვილი აქვთ აქტიურად დაიწყონ მუშაობა სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად. კლუბის მოსწავლეების მხარდამხარ იმუშავებს სკოლის სამოქალაო განათლების პედაგოგი ლია ღუღუნიშვილი.
პირველივე შეხვედრაზე კლუბმა შექმნა შინაგანაწესი, შემუშავდა კლუბის მუშაობის განრიგი. დაიგეგმა კლუბის გამგეობის არჩევნები და კლუბის მომავალი აქტივობები.