13 დეკემბერს „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში მოეწყო რიგით მეორე შეხვედრა № 5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთანდა პედაგოგთან. სამუშაო შეხვედრას დაესწრო 9 მოსწავლე.
გონებრივი იერიშის მეთოდით ჯგუფმა შეიმუშავა სამოქალაქო კლუბის მუშაობისათვის აუცილებელისტრუქტურა. შეხვედრის მონაწილეებმა დაიწყეს მუშაობა კლუბის სახელზე, სლოგანზე, ლოგოზე, შინაგანაწესზე, წესდებაზე, ასევე კლუბის წევრების ფუნქცა-მოვალეობების გადანაწილებაზე.
სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორი საათი გაგრძელდა, იყო ნაყოფიერი, რადგანაც გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები კლუბის დაარსებისა და ეფექტურად მუშაობისათვის.
კლუბის წევრები შეთანხმდნენ შემდეგ შეხვედრაზე.
No comments:
Post a Comment