თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერის მოადგილე შორენა გარდაფხაძე დღეს ქალაქის მე–17 საჯარო სკოლას ეწვია. მან გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც სკოლის ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის 40-მდე ხის ნერგი დაირგო. აღსანიშნავია, რომ ნერგები, მე–17 საჯარო სკოლას ჩაღლარის დაწესებლებების რუსთავის, რუსთაველის სახელობის სკოლა–ლიცეუმის დირექციამ, საჩუქრად გადასცა. შორენა გარდაფხაძემ აქციას მნიშვნელოვანი უწოდა და სკოლა – ლიცეუმის ხელმძღვანელობას აქციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, დღეს გამწვანების აქცია რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკსა და ქალაქის რამდენიმე უბანშიც მოეწყო.
No comments:
Post a Comment